ფრიდრიხ მერცი: პუტინი ომის დამნაშავეა - ის, ალბათ, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული ომის დამნაშავეა

ფრიდრიხ მერცი

პუტინი ომის დამნაშავეა - ის, ალბათ, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული ომის დამნაშავეა, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

„პუტინი ომის დამნაშავეა. ის, ალბათ, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული ომის დამნაშავეა, რომელსაც ასეთი ფართომასშტაბური დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ომის დამნაშავეებთან: ლმობიერებისთვის ადგილი არ არის“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.