იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნები ნაკლებად უნდა იყვნენ დამოკიდებულები აშშ-ზე.
მისივე თქმით, ბოლო ათწლეულებში გაჭიანურებული რეფორმების გამო ევროპამ ხელიდან გაუშვა ზრდის პოტენციალი. როგორც მერცმა აღნიშნა, ევროპა პოლიტიკურად უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს.
„ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შეიცვალა და ამ დარბაზში არავინ წუხს ამაზე, ისე როგორც მე. ნოსტალგია და ძველი კარგი დღეების მოგონება ევროპას არ დაეხმარება. ევროპა უნდა გახდეს უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი აშშ-სგან, განსაკუთრებით ტექნოლოგიური თვალსაზრისით. გერმანიას შეუძლია, ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს“, – განაცხადა მერცმა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საფონდო ბირჟის, Deutsche Börse Group-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე.
კანცლერის თქმით, ევროპას სჭირდება ამბიცია, გამბედაობა და ენერგია, რათა კვლავ გახდეს პოლიტიკურად ქმედითი.
როგორც მერცმა აღნიშნა, დროა, ევროპამ ისწავლოს ძალისმიერი პოლიტიკის ენა.
„ევროპა საკუთარი შეხედულებების დაცვას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ჩვენ თვითონ ვისწავლით ძალისმიერი პოლიტიკის ენაზე საუბარს, თვითონ გავხდებით ევროპული ძალა. ამ მსოფლიოში მკაცრი ქარი უბერავს და ჩვენ მას კიდევ დიდხანს ვიგრძნობთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.