ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ რუსეთის G7-ში დაბრუნების წინაპირობები არ არსებობს და აშშ-ის გარდა ამის სურვილი არავის აქვს

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უარყოფს რუსეთის G7-ში დაბრუნების შესაძლებლობას, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული „სამშვიდობო გეგმის“ მე-13 პუნქტში (რუსეთი მიწვეული იქნება G8-ში ხელახლა გაწევრიანების მიზნით) შედიოდა.

მისივე თქმით, რუსეთის G7-ში დაბრუნების წინაპირობები არ არსებობს და შეერთებული შტატების გარდა ამის სურვილი არც არავის აქვს.

„მე ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის“ ექვს ამჟამინდელ წევრს შორის, რომლებიც არ არიან ამერიკა, რომ რუსეთის ჯგუფში ხელახლა მიღება სურთ,“ – აცხადებს ფრიდრიხ მერცი და აღნიშნავს, რომ G8 ფორმატში დაბრუნება მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება, მოხდეს.

ცნობისთვის, რუსეთი „დიდი რვიანიდან“ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.