ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციის დროს კარაკასში შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინფორმაციას Fox News-ი ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვიდი დაშავებულიდან ხუთი უკვე დაუბრუნდა სამსახურს, ხოლო ორი სამხედრო ჯერჯერობით მკურნალობის კურსს გადის.
„ისინი შესანიშნავ სამედიცინო დახმარებას იღებენ და სწრაფად გამოჯანმრთელდებიან. ფაქტია, რომ ურთულესი მისია ისე შესრულდა, რომ ცოტა ადამიანი დაშავდა, ეს ჩვენი მებრძოლების პროფესიონალიზმზე მეტყველებს“, - ციტირებს ტელეარხი ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.