ნუტრიციოლოგებმა დაასახელეს ჯანსაღი საჭმელი, რომელიც შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით კალორიებს

კჰ

კვლევები აჩვენებს, რომ წახემსებას შეუძლია წონის კონტროლში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. მნიშვნელოვანია, თუ რას მიირთმევთ წახემსებით. როგორც დიეტოლოგმა აღნიშნა, არსებობს ერთი პოპულარული წახემსება, რომელიც ყოველთვის ხვდება ჯანსაღი წახემსების სიაში, მაგრამ ის უფრო მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

„თხილი გულისთვის სასარგებლო ცხიმების, ცილების, ბოჭკოების, ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყაროა. დაბალანსებულ დიეტაში თხილის დამატება საკვები ნივთიერებების მიღების გაზრდის მარტივი გზაა და ამავდროულად, საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ“, - განმარტავს ის.

თუმცა, ამავდროულად, თხილი „შოკისმომგვრელად“ მაღალი კალორიულობით გამოირჩევა. 

ნახევარი ჭიქა (250 მლ) კეშიუ შეიცავს 565 კალორიას. ნახევარი ჭიქა ნიგოზი შეიცავს 730 კალორიას, ხოლო ნახევარი ჭიქა ნუში - 626 კალორიას. ეს ნიშნავს, რომ თუ წონაში დაკლებას ცდილობთ, კალორიული დეფიციტის შენარჩუნება შეიძლება რთული იყოს, თუ თხილი თქვენი ძირითადი საჭმელია.

ეს არ ნიშნავს, რომ თხილი ცუდია თქვენთვის. თუ წონაში დაკლებას ცდილობთ, უბრალოდ უნდა აკონტროლოთ, რამდენს მიირთმევთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან თხილის ჭარბი რაოდენობით მიღება

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მისაღებად, როგორც წესი, საკმარისია პატარა მუჭა - დაახლოებით 28 გრამი, ანუ დაახლოებით მეოთხედი ჭიქა. თხილის ჭარბი რაოდენობით მიღების თავიდან ასაცილებლად, ის გვირჩევს, პირდაპირ პაკეტიდან თხილი პორციებით არ მივირთვათ.

ამ რეკომენდაციების დაცვით, თხილის წახემსება ხელს უწყობს წონის კონტროლს და წონის დაკლებასაც კი.