ცნობილია, რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ
1767988494
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ფონზე დაძაბულობა იზრდება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სასაზღვრო ოფიცრებმა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში საგზაო მოძრაობის შეჩერებისას კაცი და ქალი დაჭრეს.
მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს ქალის დაღუპვის, ასევე პორტლენდში დაჭრის შემდეგ დემოკრატმა მერებმა და გუბერნატორებმა მოითხოვეს ტრამპის ადმინისტრაციისგან ფედერალური ოფიცრების გაყვანა, რომლებიც ძირითადად დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებში იყვნენ განლაგებულნი.
ცნობისთვის, აშშ-ის ქალაქებში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. მომხდართან დაკავშირებით მინეაპოლისში გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. გავრცელებული ცნობით, მანამდე ფედერალურმა აგენტებმა მომიტინგეთა ნაწილის წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი.