ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ამერიკის ქალაქ მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს თავის არეში ესროლა.
კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველებმა ქალს სთხოვეს მანქანის კარი გაეღო, რაზეც მან უარი განაცხადა და ავტომობილი დაძრა. ამ დროს ერთ-ერთმა სამართალდამცველმა საქარე მინას ესროლა.
მანქანამ რამდენიმე მეტრი გაიარა და ახლოს მყოფ სხვა ავტომობილებს შეეჯახა. ვიდეოში ისმის თვითმხილველების ხმაც, რომლებიც სამართალდამცველებს უყვირიან.