4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
აშშ-ის პენსილვანიის შტატში, სამართალდამცველებმა 22 წლის რობა გასიტაშვილზე ძებნა გამოაცხადეს. მას ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმასა და გაუფრთხილებლობით სხვა პირების საფრთხეში ჩაგდებაში.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა 2026 წლის 1 იანვარს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, ბასტლეტონ პაიკზე მდებარე Hive Lounge-ის ავტოსადგომზე მოხდა.
ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ თეთრი Volkswagen-ის სედანი ავტოსადგომზე მოძრაობდა და სამ ქვეითს დაეჯახა.
ორი ადამიანი შეჯახებას შემთხვევით გადაურჩა, თუმცა ერთი — 29 წლის მამაკაცი — ადგილზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას თავისა და სახის არეში მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული.
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
პოლიციის ცნობით, შეჯახების შემდეგ მძღოლმა ავტომობილი არ გააჩერა და ავტოსადგომზე მაღალი სიჩქარით წრეზე მოძრაობას აგრძელებდა, რამდენჯერმე კიდევ მიუახლოვდა ფეხით მოსიარულეებს, რომლებმაც საბედნიეროდ, აიცილეს ახალი შეჯახება.
სამართალდამცველებმა მოგვიანებით ავტომობილი ახლომდებარე მაღაზიის ტერიტორიაზე იპოვეს.
დადგენილია, რომ მანქანა რობა გასიტაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. პოლიცია ამ დრომდე ცდილობს მისი ადგილსამყოფელის დადგენას.