4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775243858
Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და ირანის სახელმწიფო მედია ამტკიცებენ, რომ მათ ამერიკული გამანადგურებელი ცენტრალურ ირანში, კერძოდ, ქოჰგიულე და ბოიერაჰმადის პროვინციაში ჩამოაგდეს.
აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება.
ირანი ასევე ეძებს ეკიპაჟის ორ წევრს და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამოქალაქო პირებს ძებნაში ჩართვა სთხოვა.