წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1775242468
რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს. მას ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობა ედებოდა ბრალად.
კურტანიძემ საპატიმრო ერთი თვის წინ დატოვა. ბრალდებებთან დაკავშირებით და ციხეში გატარებულ პერიოდზე მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:
კურტანიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.
მისი თქმით, წარსულში ნდობით გადაცემული ქონება მოტყუებით იქნა მითვისებული, ხოლო შემდეგი კონფლიქტები სამართლებრივ დავამდე მივიდა, რის შედეგადაც მას ფსიქოლოგიურ ძალადობაში დასდეს ბრალი და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
ლუკა კურტანიძე აღნიშნავს, რომ სასჯელი სრულად მოიხადა და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მომხდარს.
გარდა ამისა, იგი ადასტურებს, რომ ორჯერ მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა უარი მიიღო.