dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას, სავარაუდოდ, დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ორი ქვეყანა დიდი ხანია ალიანსის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„ფინეთი და შვედეთი, ისევე როგორც სხვა ნეიტრალური ქვეყნები, მრავალი წელია მონაწილეობენ NATO-ს სამხედრო წვრთნებში. NATO ითვალისწინებს აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიას აღმოსავლეთით სამხედრო წინსვლის დაგეგმვისას.ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ალბათ, დიდი განსხვავება არ არის“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.