სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ, 2024 წლის შემდეგ პირველად, ერთიანად მიიღო გადაწყვეტილებები უკრაინის შესახებ.
მაკრონის თქმით, ევროპელები რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლები არ არიან, თუმცა, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ისხდნენ, რადგან საქმე ევროპის ინტერესებს ეხება.
„გუშინ ჩვენ ძალიან მკაფიო დისკუსია გავმართეთ. ევროპელები შუამავლები არ ვართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. მას დახმარებასა და მხარდაჭერას ვუწევთ. რუსეთს სანქციები დავუწესეთ. როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება, ევროპელები მაგიდასთან უნდა ვიყოთ. ევროპა პირდაპირ ჩართულია იმაში, რაც უკრაინაში ხდება, იმ დახმარების მეშვეობით, რომელიც ჩვენ მათ მივეცით; გაფართოების საკითხის მეშვეობით, რომელიც ევროპელებს ეხება, და იმ ფინანსური მხარდაჭერისა და სესხების მეშვეობით, რომელთა გაცემაც შესაბამისი ფინანსური რეგულაციის ფარგლებში შევძელით. ამიტომ, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კოშტა, რამდენადაც მისი უფლებამოსილებები განსაზღვრულია, მაგიდასთან ადგილს დაიკავებს. თუმცა, წევრ ქვეყნებსაც ექნებათ თავიანთი ადგილი, კოშტა მათ ვერ წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიების საკითხში, რომელიც ნებისმიერი მოლაპარაკების მთავარი ელემენტი იქნება. ამიტომ, ჩვენ შუამავლები არ ვართ, ეს არის პირველი პუნქტი. მეორე პუნქტი არის ის, რომ ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ვიყოთ, როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.