1770743848
ევროპარლამენტმა „უსაფრთხო ქვეყნების“ შესახებ ახალი წესები დაამტკიცა, ცვლილებები შეიტანა თავშესაფრის მინიჭების პროცედურის რეგლამენტში
ევროპარლამენტმა „უსაფრთხო ქვეყნების“ შესახებ ახალი წესები დაამტკიცა, ცვლილებები შეიტანა თავშესაფრის მინიჭების პროცედურის რეგლამენტში. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები უსაფრთხოდ ჩაითვლება, თუ არ იქნება ისეთი გარემოებები, როგორიცაა განურჩეველი ძალადობა შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში თუ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატება, ან ეკონომიკური სანქციები ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის გამო არ არის დაწესებული.
ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ განმცხადებელი ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნის გავლით მოხვდა და შეეძლო ამ ქვეყნისთვის მიემართა.
ევროკავშირის კანონმდებლობაში შეტანილი ეს ცვლილებები შესაძლოა, უკვე 2026 წლის ივნისიდან შევიდეს ძალაში. მანამდე, ცვლილებები ფორმალურად ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.











