ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი გამოიყოფა

ევროპარლამენტარები

 ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი გამოიყოფა.

აქედან 60 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება, ხოლო 30 მილიარდი ევრო მაკრო-ფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის გამოიყოფა. დახმარება ექვემდებარება მკაცრ პირობებს - უკრაინამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, ასევე, გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტები.