ესპანეთში ორ ეკლესიას თავს დაესხნენ - დაღუპულია მღვდელი

ესპანეთი

ესპანეთში, ალგესირასის სამლოცველოსა და ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად დაჭრილი მღვდელი გარდაიცვალა. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ეროვნული სასამართლოს პროკურორი მიიჩნევს, რომ ეს არის ისლამისტური მოტივით ჩადენილი ტერორისტული აქტი.

თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია. ის მაროკოელი იასინ კანია.

იასინ კანი ადგილობრივი დროით 18:30 საათზე სან-ისიდორის სამლოცველოში შევიდა, მორწმუნეებთან კამათი დაიწყო და მათ უთხრა, რომ ისლამი უნდა მიეღოთ. ახალგაზრდა კაცი წავიდა, 1 საათის შემდეგ მაჩეტეთ დაბრუნდა და მღვდელი დაჭრა.

თავდასხმის შემდეგ მაროკოელი კაცი ლა პალმას ეკლესიაში წავიდა და იქაც მღვდელი დაჭრა. ამის შემდეგ მან გაქცევა სცადა, მაგრამ მალევე დააკავეს.

მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით მოქმედებდა თუ არა იასინ კანი დამოუკიდებლად.