„ეს ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა“ - რა მოხდა ტეხასის ციხეში ერთსაათიანი სიკვდილით დასჯის დროს

ციხე

აშშ-ის ტეხასის შტატში, სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის დროს, პატიმარი რეინალდო დენესი ტკივილისგან ყვიროდა. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი (WP) იუწყება.

გამოცემის მონაცემებით, პროცედურა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მთელი ამ დროის განმავლობაში მამაკაცი ტკივილს უჩიოდა და ამბობდა, რომ „ეს ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა“. პროცესზე დამსწრე რეპორტიორმა აღნიშნა, რომ ტეხასში გამართული ეს გაჭიანურებული სიკვდილით დასჯა „არ ჰგავდა არცერთ სხვას“, რაც მას ოდესმე უნახავს. აღსანიშნავია, რომ დენესისთვის პრეპარატის შესაყვანად ვენის პოვნა საკმაოდ გაჭიანურდა.

ამასთან, ციხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველა პროცედურა სათანადოდ იყო დაცული. მან აღნიშნა, რომ დენესი ტკივილს სხეულის იმ ნაწილებში უჩიოდა, სადაც პრეპარატი არ შეუყვანიათ, და ივარაუდა, რომ მსჯავრდებულს შესაძლოა ტკივილი „გაეზვიადებინა“, - იტყობინება Associated Press-ი. ამ ეტაპზე ფაქტს სპეციალური სამსახური იძიებს.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია 50 წლის კრისტა პაიკის შესახებ, რომელიც სიკვდილით დასჯის დროს ორი სასიკვდილო ინიექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა.

✕