VIDEO: „სახლში რომ დავბრუნდი, ჩემს სამ შვილს ვუზიარებდი იმ ემოციებს, რაც იქ განვიცადე” – მაშველი გაგა გიგაშვილი

ლკჯლჯ

3 წლის თაიას გადარჩენის შემდეგ, მაშველმა გაგა გიგაშვილმა იმ განცდებზე ისაუბრა, რომლებიც სამაშველო ოპერაციისას დაეუფლა და რომლებიც სახლში დაბრუნებისას საკუთარ შვილებს გაუზიარა. მაშველი აღნიშნავს, რომ თავად სამი შვილის მამაა.

„სახლში დავბრუნდი, ჩემს შვილებს, სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს იმ ემოციებს ვუზიარებდი, რაც მე იმ მომენტში განვიცადე. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე წარმოვიდგინე, ის პატარა როდესაც გამოგვყავდა, რომ რა არის მშობლისთვის შვილი და შვილის სიყვარული, შვილის დაკარგვა და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე განვიცადე..ზუსტად ეს ემოციები იყო იქ, რაც დავხარჯე იმ მომენტში.“-აღნიშნა გაგა გიგაშვილმა.

 

✕