რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
ირანის დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაუმართლებელი და მიუღებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი მოკავშირეების მხარდაჭერას არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და რეგიონში.
„მიმდინარე კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტა მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნით და მყარი შეთანხმებით მიიღწევა, რომელიც რეგიონის ქვეყნებისთვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, განსაკუთრებით იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელსაც ირანის ბირთვული, ბალისტიკური და რეგიონული დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები ქმნის“, – წერს მაკრონი.