ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა მინეაპოლისის მერთან, დიდი პროგრესია მიღწეული - ტრამპი

 ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა მინეაპოლისის მერ ჯეიკობ ფრეისთან, „დემოკრატთან, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი ქალაქში იმიგრაციული კონტროლის გაძლიერების მიმართ“.

„ახლახან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გავმართე მინეაპოლისის მერ ჯეიკობ ფრეისთან. დიდი პროგრესია მიღწეული!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლის საზღვრის კოორდინატორი ჯეიკობ ფრეისს დისკუსიის გასაგრძელებლად შეხვდება.

მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მინეაპოლისში ფედერალური აგენტის მიერ ალექს პრეტის მკვლელობის შემდეგ მინესოტის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა მას დაურეკა და თანამშრომლობა შესთავაზა.