1785875141
DW: ჩეხეთი სამხედრო ასაკის მქონე უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს
ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მისცეს თავშესაფარი იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში გაწვევის ასაკი აქვთ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
საუბარია მამაკაცებზე, რომელთა ასაკი 23-60 წელია. გადაწყვეტილება ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლუბომირ მეტნარმა გამოაცხადა.
მისი თქმით, თავშესაფრის სტატუსს მიიღებენ ის უკრაინელი მამაკაცები, რომლებიც აპლიკაცია „რეზერვ+“-ის მეშვეობით დაადასტურებენ, რომ მათ სამხედრო ვალდებულება უკვე მოხდილი აქვთ.
ახალი წესი ვრცელდება თავშესაფრის, როგორც პირველად, ისე მეორად მოთხოვნაზე, აგრეთვე ოჯახის შეერთების მიზნით მისი მოპოვების მცდელობაზე.
ამასთან ერთად, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ იმ უკრაინელებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ თავშესაფრის სტატუსით, ახალი წესი არ შეეხებათ.
ლუბომირ მეტნარის თქმით, ახალი წესის წყალობით, ჩეხეთში შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა ათეულობით პროცენტით შემცირდება, რაც ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროების განტვირთვას შეუწყობს ხელს.
დღესდღეობით ჩეხეთში 393 ათასი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. 2025 წლამდე მათ უმეტესობას ქალები წარმოადგენდნენ. თუმცა მიმდინარე წელს თავშესაფრის მაძიებელთა შორის მამაკაცების რიცხვმა იმატა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩეხეთში 21 200 უკრაინელი მამაკაცი ჩავიდა, რომელთა ასაკი 18-65 წელია.
ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959
მძიმე ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი
1785919413










