ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ავსტრალიის ხელისუფლებამ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხუთ წევრს თავშესაფარი მისცა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
„ავსტრალიელები შეშფოთებულები არიან ამ მამაცი ქალების ბედით. აქ ისინი უსაფრთხოდ არიან და თავი, როგორც საკუთარ სახლში უნდა იგრძნონ“, - ციტირებს გამოცემა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს, ენტონი ალბანეზს.
მისი თქმით, ავსტრალია მზად არის ნაკრების სხვა წევრებსაც მისცეს თავშესაფარი, თუმცა ეს თავად ფეხბურთელების გადასაწყვეტია.
როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ, რაც ირანის ნაკრების ხუთ წევრს თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსი მისცეს, ავსტრალიის პოლიციამ ისინი სასტუმროდან „უსაფრთხო ადგილას“ გადაიყვანა.
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტონი ბერკის თქმით, რომელიც ხუთ ირანელ ფეხბურთელს ჰუმანიტარული ვიზის გაცემის შემდეგ შეხვდა, ისინი „მოხარულები“ არიან იმით, რომ ავსტრალიაში განაგრძობენ ცხოვრებას.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავსტრალიის ხელისუფლებას მოუწოდა ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრებისთვის თავშესაფარი მიეცა, რადგან სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მათ სიკვდილი ელოდათ.