თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის, მაიკ უოლცის განცხადებით, დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს.
აღნიშნულის შესახებ უოლცმა მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
უოლცი ასევე არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სამყარო განადგურების პირასაა.
„უნდა უარვყო მოსაზრება, რომ სამყარო დაცემის პირასაა, რაც, ვფიქრობ, ამ პანელის სახელწოდებაც იყო. ჩვენ მსოფლიო გამოგვყავს იმ კრიზისული პერიოდიდან, რომელშიც 18 თვის წინ უკრაინასთან, ღაზასა და ირანთან დაკავშირებით იყო; „ჰუსიტების“ მიერ სუეცის არხის დაკეტვა, ლტოლვილთა კრიზისი სამხრეთ ამერიკაში და ასე შემდეგ. ასე რომ, ფაქტებსა და შედეგებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას და მულტილატერალიზმის რეფორმირება მოგვიწევს, რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, 80 წლის განმავლობაში არ მომხდარა, მაშინ მსოფლიო ამას უნდა მიესალმოს“, – განაცხადა უოლცმა.
როგორც უოლცმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი გაეროსთან მიმართებით იმავეს გაკეთებას აპირებს, რაც NATO-სთან მიმართებით გააკეთა. მისივე თქმით, გაეროში რეფორმებია საჭირო.
„ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, გაერო დაუბრუნდეს ძირითად პრინციპებს, იმ მშვიდობისმყოფელ და სამშვიდობო ფუნქციას, რომელიც მისი დაარსებისას იყო მთავარი“, - აღნიშნა მაიკ უოლცმა.