რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1768250208
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფების საპასუხოდ ჩინეთში აცხადებენ, რომ „ყველა საჭირო ზომას მიიღებენ, რათა დაიცვან თავიანთი ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები“.
„ჩინეთის პოზიცია ტარიფების დაწესების წინააღმდეგ თანმიმდევრული და ნათელია. სატარიფო და სავაჭრო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ. იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ გადაჭრის. პროტექციონიზმი ყველა მხარის ინტერესებს აზიანებს“, – განაცხადა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ირანთან, აშშ-თან ნებისმიერი სახის ეკონომიკური თანამშრომლობისას 25-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდება.