რა უნდა წავიღოთ საფლავზე აუცილებლად - მოძღვარი განმარტავს
1776062834
ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ისინი ჩვენ გვერდით არ იყვნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები ტრილიონობით დოლარს ხარჯავს ნატო-თვის, რათა რეალურად რუსეთისგან დაცვაში დაეხმაროს.
„ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ ნატო-თვის, რათა, რეალურად, რუსეთისგან დავიცვათ. ახლა მათ დახმარება სურთ, მაგრამ რეალური საფრთხე უკვე აღარ არსებობს. ნატო ჩვენ გვერდით არ იყო. თუ დაფიქრდებით, ჩვენ მათ რუსეთისგან ვიცავთ. დიდი ხანია, ვფიქრობ, რომ ეს აბსურდულია, თუმცა მაინც ვხარჯავთ ამაზე ტრილიონობით დოლარს. ვფიქრობ, ამას სერიოზულად გადავხედავთ“, – აღნიშნა ტრამპმა.