დონალდ ტრამპი: დაე, სი ძინპინმა და ჩინეთის ხალხმა დიდებული ზეიმის დღე აღნიშნონ, თბილი მოკითხვა გადაეცით ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, როცა თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ

დონალდ ტრამპი

დაე, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ჩინეთის შესანიშნავმა ხალხმა დიდებული და ხანგრძლივი ზეიმის დღე აღნიშნონ, გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, როცა თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტი ამგვარად გამოეხმაურა პეკინში მომდინარე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს, რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება. მათ შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ირანის პრეზიდენტი და სხვები.

ტრამპის თქმით, იმედოვნებს, რომ დამსახურებულად მიაგებენ პატივს ამერიკელებს, რომლებიც  ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

„დიდი კითხვაა, პრეზიდენტი სი, ჩინეთის ხელმძღვანელი, მოიხსენიებს თუ არა იმ მასიურ მხარდაჭერასა და „სისხლს“, რაც შეერთებულმა შტატებმა გააიღო ჩინეთისთვის, რათა დახმარებოდა მას ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან თავისუფლების მოპოვებაში. ბევრი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებ, რომ მათ დამსახურებულად მიაგებენ პატივს და გახსენებენ მათი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის! დაე, პრეზიდენტმა სი-მ და ჩინეთის შესანიშნავმა ხალხმა დიდებული და ხანგრძლივი ზეიმის დღე აღნიშნონ. გთხოვთ, გადაეცით ჩემი ყველაზე თბილი მოკითხვა ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, როცა თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.