მერიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1771612169
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში ადასტურებენ.
ვიზიტის ფარგლებში ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.
ეს იქნება ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა გასული წლის ოქტომბრის შემდეგ.
როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხარეები განიხილავენ, გააგრძელებენ თუ არა სავაჭრო შეთანხმებას, რომელმაც ტარიფების გაზრდა შეაჩერა.