დონალდ ტრამპი: აშშ ჩინეთთან შეთანხმებას დადებს და ეს ორივესთვის კარგი შეთანხმება იქნება

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას დადებს და ეს „ორივესთვის კარგი შეთანხმება იქნება“.

ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა. მისივე თქმით, ეს უკეთესია, ვიდრე ჩხუბი და „ყველანაირ პრობლემასთან შეჭიდება“.

„სამყარო გვიყურებს და ვფიქრობ, გვექნება რაღაც, რაც ყველასთვის ამაღელვებელი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ხუთშაბათს შეხვდება, სადაც ისინი სავაჭრო საკითხებზე იმსჯელებენ.