ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე, მამის დღეს, გამოაქვეყნა ქერა ქალის ფოტო, რომელსაც დაურთო წარწერა: „შესანიშნავი ქალიშვილი“
ფოტოზე გამოსახული ქალი არც მისი ქალიშვილი ივანკა იყო და არც ტიფანი. ამის გამო ინტერნეტში მაშინვე დაიწყო განხილვა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო უცნობი ქალი და რას გულისხმობდა ტრამპი.
მოგვიანებით რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის New York Post-მა, People-მა და The Times-მა, დაადგინა, რომ ფოტოზე, სავარაუდოდ, გამოსახულია მარგო კაციმატიდისი - მილიარდერი ბიზნესმენის, ჯონ კაციმატიდისის მეუღლე. ოჯახი წლებია ტრამპთან და რესპუბლიკურ პარტიასთან ახლო ურთიერთობაშია.
გაუგებრობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ბევრმა იფიქრა, რომ სიტყვები „შესანიშნავი ქალიშვილი“ შესაძლოა მარგოს კი არა, მის ქალიშვილს - ანდრეა კაციმატიდისს ეხებოდა, რომელიც მანჰეტენის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელია და ტრამპის აქტიური მხარდამჭერია. თუმცა თავად ტრამპს არ განუმარტავს, კონკრეტულად ვის გულისხმობდა.
