1788242698
„დიდი ოცეულის„ ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრის ფარგლებში, შტატების სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
"დიდი ოცეულის" ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრის ფარგლებში, შტატების სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა.
გამოცემა "აქსიოსი" წერს, რომ ეს შეხვედრა "ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან უმაღლესი დონის ურთიერთობის განახლების ნიშანია".
ბესენტმა და სილუანოვმა ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე იმსჯელეს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით კი, მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის და "ჯი 20-ის" ფარგლებში ფინანსურ თანამშრომლობას შეეხებოდა.











