ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება გრძელდება - სამუშაოებში მეორე სპეციალური გემი ჩაერთო

ანაკლიის პორტი

ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება გრძელდება. სამუშაოებში მეორე სპეციალური გემი, "ალ-იდრისიც" ჩაერთო, რადგან ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე დამუშავდა და ახლა აკვატორიის სხვა ნაწილს აღრმავებენ, პარალელურად კი ხმელეთის მხარეს იწყება ტალღმტეხელის მშენებლობა, რომელიც მალე ზღვაშიც გადაინაცვლებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზღვის ფსკერი 17 ნახევარ მეტრამდე დაღრმავდება, აშენდება ათას 376 მეტრის სიგრძის ტალღმტეხელი და პორტი შეძლებს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტევადობის გემების მიღებას.