დაკავებულია 17 წლის გოგო, რომელმაც შეყვარებული მონად გაყიდა და დასასვენებლად წავიდა (უცხოეთი)
1770237055
უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში სიტუაცია კვლავ უკიდურესად რთულია. არსებობს რისკი, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი გაუარესდეს, - ამის შესახებ უკრიანის ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
„ეს გამოწვეულია ბოლო დროს განხორციელებული დარტყმით და იმით, რომ ელექტრო სისტემაში გენერაციის დეფიციტი კვლავ მნიშვნელოვანი რჩება. ამასობაში, რუსები ემზადებიან ელექტროენერგიის შემდგომი გათიშვებისთვის მომდევნო კვირაში“, - აღნიშნა უკრიანის ენერგეტიკის მინისტრმა.
შმიგალის თქმით, აღდგენითი სამუშაოები ყველა რეგიონში მიმდინარეობს და მხოლოდ კიევში 230-ზე მეტი ეკიპაჟი მუშაობს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას ყველა პარტნიორთან ერთად ენერგეტიკული აღჭურვილობის შესაძენად და რომ 30-ზე მეტი ქვეყანა უკვე უწევს მხარდაჭერას უკრაინას ამ ზამთრის გადატანაში.