დედას, რომელმაც ხუთი შვილი მოკლა, მისივე თხოვნით, ევთანაზია ჩაუტარდა

ქალი

მკვლელ დედას ევთანაზია გაუკეთეს მისივე თხოვნით, მას შემდეგ რაც მან ხუთ შვილს სამზარეულოს დანით გამოჭრა ყელი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, მან ევთანაზია შვილების მოკვლიდან 16 წლის შემდეგ გადაწყვიტა.

ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად, შემთხვევის ჩადენის შემდეგ, ის თავის მოკვლას გეგმავდა. 56 წლის ჟენევიევ ლერმიტეს ევთანაზია 28 თებერვალს ჩაუტარდა. 

ლერმიტის ადვოკატმა 2007 წელს მის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი მის ქმედებებზე, თუმცა ეს საჩივარი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

მან საბოლოოდ დატოვა ციხე 2019 წელს და შევიდა ფსიქიატრიულ ცენტრში.

ბელგია ერთ-ერთია ევროპის ოთხი ქვეყნიდან, რომელიც ექიმებს საშუალებას აძლევს, პაციენტის მოთხოვნით დათანხმდეს ევთანაზიაზე. 

მსჯელობისას, თუ როგორ მოიპოვა ქალმა უფლება ამ პროცედურისთვის, ფსიქოლოგმა განმარტა: ”არსებობს სამი ძირითადი პირობა ევთანაზიის შესაძლებლად.

„ეს არის აუტანელი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტანჯვა, რაც, რა თქმა უნდა, მისი შემთხვევაა. სამედიცინო საქმის უიმედოდ ჩაითვალა. შეფასებას აკეთებენ ექიმები, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ დონეზე. შემდეგ კი პაციენტმა მკაფიოდ და არაერთხელ უნდა გამოხატოს ევთანაზიის სურვილი“,- განმარტა ფსიქოლოგმა.

ქალი 1-ელ მარტს კრემაციის შემდეგ დაკრძალეს.