„შემთხვევით ბუხარში ბენზინი შეასხა...“ - ამბროლაურში არასრულწლოვანს გლოვობენ
1770061926
ბუკინგემის სასახლემ ჩარლზ მესამის კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მეფისა და დედოფალი კამილას ახალი პორტრეტები გამოაქვეყნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სამი სურათი ფოტოგრაფმა ჰიუგო ბურნანმა ბუკინგემის სასახლეში აპრილში გადაიღო. სწორედ ბურნანმა გადაიღო ჩარლზისა და კამილას და პრინცი უილიამისა და ქეიტ მიდლტონის ქორწილების ოფიციალური ფოტოები.
ჩარლზისა და კამილას კორონაცია 6 მაისს, ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.


