დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ზოოპარკიდან გაქცეული მგლის ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გააყალბა

მგელი

სამხრეთ კორეაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მგლის ყალბი ფოტო გაავრცელა. მას შესაძლოა ხუთ წლამდე პატიმრობა და ჯარიმა დაეკისროს. მისი „ხუმრობა“ პანიკის მიზეზი გახდა და პოლიცია ცრუ კვალზე დააყენა. სტატია ამ შემთხვევის შესახებ  BBC-მ გამოაქვეყნა.

რა მოხდა რეალურად? ქალაქ ტეჯონში ვოლიერიდან გაიქცა ორი წლის მგელი, სახელად ნიკუ, რომელიც რუსეთიდან იყო ჩამოყვანილი. სანამ მგელი ქალაქში თავისუფლად გადაადგილდებოდა, 40 წლის კორეელმა კაცმა შექმნა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მგლის ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მან მგელი მეზობელ ქუჩაზე დაინახა. ეს ყალბი გამოსახულება პანიკის მიზეზი გახდა, პოლიციამ ძალები სწორედ იმ რაიონში გადაისროლა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მგელს სხვა რაიონში ეძებდნენ.

10 დღის შემდეგ მამაკაცი დააკავეს. თუმცა დაიჭირეს თუ არა მგელი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.