ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება
1767037889
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ისრაელის ყველაზე ძლიერი მეგობარია.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჩვენ არასდროს გვყოლია ისეთი მეგობარი, როგორიც პრეზიდენტი ტრამპია თეთრ სახლში. ამასთან ახლოსაც კი არ არის არაფერი. ვფიქრობ, ეს შეგიძლიათ შეაფასოთ არა მხოლოდ ჩვენი შეხვედრების სიხშირით, არამედ შინაარსითა და ინტენსივობით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ბედნიერია, რომ დონალდ ტრამპი ამ პერიდოში ხელმძღვანელობს შეერთებულ შტატებს.
„ვფიქრობ, ეს არამხოლოდ ისრაელისთვისაა დიდი ბედნიერება, ეს მსოფლიოს დიდი ბედნიერებაა“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.