ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
ჩინეთის ლიდერს სურს ირანის ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სის ომის დასრულება სურს”, – აღნიშნა ტრამპმა.
„სიენენმა” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, ამერიკულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მომდევნო რამდენიმე კვირაში ირანისთვის ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გეგმავს. აღნიშნულ ცნობებზე კი მაშინ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი ამას გააკეთებს, დიდი პრობლემები ექნება.