ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას

ჩინეთი

ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტრო ასევე მოუწოდებს ირანში მყოფ ჩინეთის მოქალქეებს, გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები და რაც შეიძლება მალე დატოვონ ირანის ტერიტორია.

„ირანში არსებული უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირანში ჩინეთის საელჩოები და საკონსულოები ჩინეთის მოქალაქეებს შეახსენებენ, რომ ამ ეტაპზე თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.