1759260719
ჩიკაგოს მერი აცხადებს, რომ ტრამპი „ხალხს ატერორებს“ სამხედრო ჩარევით

ჩიკაგოს მერი, ბრენდონ ჯონსონი აცხადებს, რომ ქალაქში გააქტიურებული საიმიგრაციო ოპერაციები, ისევე როგორც გავრცელებული გეგმები ეროვნული გვარდიის მობილიზაციის შესახებ, ხალხს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე ეხმარება.
„ეს არ ეხება უსაფრთხოებას. ეს არ ეხება მიგრაციას. ეს მიზნად ისახავს ქაოსის გაღვივებას და ჩიკაგოსა და ამერიკის სხვა ქალაქების მოსახლეობის დატერორებას“, - განუცხადა მერმა ჯონსონმა CNN-ს.