რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა

პოლიციის ლენტი

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

„ინფო რუსთავის“ ცნობით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან  ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.