ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959
ბრიტანეთის ყველაზე ცნობილმა პატიმარმა, ჩარლზ ბრონსონმა, საპროტესტო აქცია გამართა ციხეში, საყვარელ დესერტზე კრემის არარსებობის გამო. Mail Online-ის ცნობით, ინციდენტმა უსაფრთხოების ჩარევა მოითხოვა.
„მას უყვარს თავისი საჭმელი და ეს კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნია იმისა, თუ როგორ არ აძლევს ციხე იმას, რისი უფლებაც აქვს“, - ნათქვამია სტატიაში.
73 წლის ჩარლზ ბრონსონი ციხეში ახალი დავის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მას ვაშლის ღვეზელი კტრემის გარეშე მიართვეს. სავარაუდოდ, ამან პატიმარს უეიკფილდის ეზოში პროტესტის ორგანიზებისკენ უბიძგა. ბრონსონმა უარი თქვა სავარჯიშო ზონის დატოვებაზე გამოყოფილი დროის შემდეგ. მიუხედავად მცველების არაერთი თხოვნისა, დაბრუნებულიყო საკანში, ის იქ დარჩა.
საბოლოოდ, სიტუაციის მოსაგვარებლად სპეც აღჭურვილობით პერსონალი გამოიძახეს. მათ პატიმარი ალყაში მოაქციეს და იზოლატორში დააბრუნეს. ციხის წყაროს თქმით, დავა დესერტის კრემის დაკარგვის გამო დაიწყო. მან დასძინა, რომ ბრონსონთან დაკავშირებული უმნიშვნელო ინციდენტებიც კი შეიძლება სერიოზულ უსაფრთხოების პრობლემებად გადაიზარდოს.
დაპირისპირების დროს, სავარაუდოდ, მამაკაცი უსაფრთხოების პუნქტთან მივარდა, აიხედა და დაიყვირა: „ეს რეჯი კრეისთვისაა“. ბრონსონი ამჟამად ნოემბერში დაგეგმილ პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოს სხდომას ელოდება. ის იმედოვნებს, რომ მისი პირობები შემსუბუქდება და თანდათანობით გათავისუფლდება.
თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს კიდევ ერთმა კონფლიქტმა. ციხის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ასეთი ინციდენტები ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის მტკიცებას, რომ მან საკუთარი ქცევის კონტროლი ისწავლა.
ჩარლზ ბრონსონი, ნამდვილი სახელი ჩარლზ სალვადორი, ციხეში 1974 წლიდან იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მან ცნობადობა მოიპოვა პერსონალსა და სხვა პატიმრებზე მრავალი თავდასხმის, მძევლების აყვანისა და ბრიტანეთის ციხეებში კონფლიქტების გამო.