ბულგარეთის პრემიერი: აღარაფერი დაგვრჩა, რის მიწოდებაც შეგვიძლია უკრაინისთვის

ბულგარეთის პრემიერი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის რუმენ რადევის განცხადებით, ოფიციალურმა სოფიამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და მას უკრაინისთვის სამხედრო თვალსაზრისით გადასაცემი აღარაფერი აქვს.

ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში ბულგარეთის პრემიერმა ჟურნალისტებს აგრეთვე განუცხადა, რომ ომის დაწყების დღიდან ბულგარეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების 13 პაკეტი გადასცა, თუმცა ახლა შეიარაღებული ძალების საწყობებში აღარაფერია დარჩენილი, რისი გადაცემას კიევისთვის შეიძლება.

„ჩვენ ამოვწურეთ შესაძლებლობები გავუწიოთ [უკრაინას] სამხედრო დახმარება. ვგულისხმობ იარაღს, აღჭურვილობას ბულგარეთის შეიარაღებული ძალების საწყობებიდან. ჩვენ გადავეცით 13 პაკეტი. აღარაფერი დაგვრჩა, რის მიწოდებაც შეგვიძლია უკრაინისთვის. ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს არის ტექნიკური სამხედრო დახმარება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ სამხედრო აღჭურვილობის მიღებას, რომელიც გადამზადდება ბულგარეთში“, - განაცხადა რადევმა.