წყლის ტორნადო იტალიაში: ამობრუნებული ავტომობილები, მოგლეჯილი სახურავები და დაზიანებული შენობები
1791567771
ბრიუსელში სტუდენტების საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა.
ბრიუსელის პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციაში დაახლოებით 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის ცნობით, ცალკეულმა ჯგუფებმა სამართალდამცველებს ბოთლები, აგურები, ქვები და ფოიერვერკები ესროლეს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სტუდენტებმა ავტობუსიც დააზიანეს.
პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულია 21 ადამიანი, მათ შორის 13 არასრულწლოვანი.
სტუდენტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც განათლების დაფინანსების ცვლილებებსა და სწავლის საფასურის ზრდას ითვალისწინებს.