ბრიტანელმა ავსტრალია რეკორდულ დროში გადაკვეთა

უილიამ გუჯი

ბრიტანელმა მორბენალმა უილიამ გუჯმა ავსტრალია რეკორდულ დროში - 35 დღეში გადაკვეთა.

BBC-ის ინფორმაციით, კაცმა კონტინენტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაკვეთა. მან სტარტი 15 აპრილს, კოტესლოუს პლაჟზე აიღო, ფინიში კი 19 მაისს, ბონდის პლაჟზე დააფიქსირა.

ყოველდღიურად გუჯი 100-კილომეტრიან დისტანციას ფარავდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან თავის მიღწევას „ნამდვილი თავგადასავალი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე რთული რამ იყო, რისი გაკეთებაც აქამდე უცდია.

გინესის რეკორდების წიგნს გუჯის რეკორდი ჯერ არ დაუდასტურებია და ოფიციალურად მსოფლიო რეკორდსმენად კრის ტერნბული რჩება, რომელმაც 2023 წელს იგივე დისტანცია (3 800 კმ) 39 დღეში დაფარა.