გოგა მანია ახალ 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს
1760817864
ბოლივიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სენატორმა როდრიგო პაზ პერეირამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მას მხარი ამომრჩეველთა 54.5%-მა დაუწირა, მის ოპონენტს, კონსერვატორ ხორხე ქიროგას კი 45,5%-მა.
Reuters-ი წერს, რომ პასის გამარჯვებამ ქვეყანაში მემარცხენეთა 20-წლიანი მმართველობა დაასრულა. პაზი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კანდიდატია, რომელიც ცენტრისტულ პოლიტიკას ატარებს. გამარჯვების შემდეგ 58 წლის პოლიტიკოსმა მიტინგზე მხარდამჭერებს მიმართა.
„დღეს ბოლივიას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ეს იქნება მთავრობა, რომელიც მოიტანს პრობლემების მოგვარების გზებს. ბოლივია ნაბიჯ-ნაბიჯ დაიბრუნებს საერთაშორისო როლს“, - განაცხადა მან.
ქიროგამ პასს გამარჯვება უკვე მიულოცა.