ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
1789762148
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული ტრიადის გაძლიერება შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტია.
მისი თქმით, ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიაა, ხოლო შეიარაღების პროგრამების განხორციელებისას გაგრძელდება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვაც. პუტინის განცხადებით, პროგრამის მიმართულებები განისაზღვრა მსოფლიოში არსებული ვითარებისა და უკრაინაში ომის გამოცდილების გათვალისწინებით.
ამასთან, სამხედრო-სამრეწველო კომისიის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო „ფართოვდება და უკვე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც შედის“.
მისივე თქმით, „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადება“. პუტინმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით ევროპელი ლიდერები საკუთარი დაცემული რეიტინგების გადარჩენას და ეკონომიკურ თუ სოციალურ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების დაფარვას ცდილობენ.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რუსეთს ევროპის, ევროპული ქვეყნების მიმართ არანაირი აგრესიული განზრახვა არ აქვს. ამის საფუძველი უბრალოდ არ გვაქვს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა სხდომაზე მოგვიანებით ასევე აღნიშნა, რომ მზად არის, ევროპელ მეზობლებთან ურთიერთობის აღდგენისთვის.
„ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ევროპელ მეზობლებთან ურთიერთობების აღდგენისთვის“, – თქვა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებითვე, კიევში ხელისუფლება „ქურდებისა და კორუფციონერების ჯგუფს“ აქვს მისაკუთრებული, რომლებსაც ომი სჭირდებათ ხელისუფლებაში დარჩენისთვის – არჩევნების გარეშე.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას არ ჩქარობს და რუსეთშიც არჩევნების ჩაშლას ცდილობს.
როგორც პუტინმა აღნიშნა, უკრაინის წარმომადგენლები საუბრობენ მშვიდობასა და მოლაპარაკებების განახლებაზე, მაგრამ ამავე დროს „ჩადიან დანაშაულებს“.
„ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება, იყოს ის, რომ უკრაინელებს საერთოდ არც მშვიდობა და არც მოლაპარაკებების წარმართვა არ სურთ“, – განაცხადა პუტინმა.