დღეს ჯვართამაღლებაა - რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მრევლმა
1790453701
ბერლინში პოლიციამ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალურ ადგილებში რუსული და უკრაინული დროშების გამოფენა აკრძალა. თვითგამოცხადებული დონეცისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების და რუსეთის ომის სიმბოლიკის V-სა და Z-ის გამოყენება უკანონო იქნება კვირასა და ორშაბათს დაგეგმილი ცერემონიისას.
„ხსოვნის აქტი, ასევე, მემორიალებისა და ძეგლების პატივისცემა დაცული უნდა იყოს უკრაინაში რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული ომის ფონზე. დაუშვებელია ომი გადაიზარდოს ბერლინში კონფლიქტებსა თუ დავაში დემოკრატიული დისკურსის მიღმა“, – განაცხადეს ბერლინის პოლიციაში.