1774810263
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში ე.წ. ბუფერული ზონის გაფართოების განკარგულება გასცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ლიბანის სამხრეთით ე.წ. ბუფერული ზონის გაფართოების განკარგულება გასცა. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ჰეზბოლა ისრაელის საზღვართან ძალებს აძლიერებს და თავდაცვაზე ზრუნვა აუცილებელია.
„შემოჭრისა და სარაკეტო ან სატანკო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, ლიბანში არსებული უსაფრთხოების ზონის გაფართოების განკარგულება გავეცი. უნდა გვესმოდეს, რომ [ჰასან] ნასრალამ საზღვართან ახლოს ძალები გააძლიერა და სჯეროდა, რომ მათი წყალობით გაგვანადგურებდა, მაგრამ თავად გავანადგურეთ ჰეზბოლას ათასობით მებრძოლი და 150 ათასი რაკეტა, რომლებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ჰეზბოლას კიდევ აქვს საშუალებები, რომ რაკეტები გვესროლოს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ზომებს ვიღებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.












