Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1766174405
ისტორიული ფაქტი ვატიკანში - ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის პირველი მეთაურია, რომელმაც რომის პაპთან ერთად საჯაროდ ილოცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს მონარქი და დედოფალი კამილა პაპ ლეო XIV-ს პირველად შეხვდნენ და ღვთისმსახურებას ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში დაესწრნენ.
BBC-ის რელიგიური საკითხების კომენტატორების შეფასებით, მას შემდეგ, რაც 500 წლის წინ ინგლისის ეკლესია რომს გამოეყო, მეფისა და რომის პაპის ერთად ლოცვა განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.