ბაჰამის კუნძულებზე, ქორწილის მეორე დღეს, პატარძალი ზვიგენმა მოკლა

კუნძული

44 წლის ლოურენს ერიკსონ ვან ვარტი ბაჰამის კუნძულებზე საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა, როდესაც ის ქორწილის მეორე დღეს ზვიგენმა მოკლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ქალი მასაჩუსეტსის შტატიდან იყო, სადაც სკოლის მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლიდა. 

ლოურენსი და მისი ქმარი კარიბის ზღვაში სერფინგის დაფით ცურავდნენ, როდესაც მათ 4-მეტრიანი ზვიგენი თავს დაესხა, ქალი წყალში ჩაითრია და სხეულის მარჯვენა მხარეს რამდენჯერმე უკბინა. როდესაც ქალი მაშველებმა სანაპიროზე გამოიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო. ზვიგენის თავდასხმის შედეგად მისი ქმარი არ დაშავებულა.

სკოლამ, სადაც ლოურენს ერიკსონ ვან ვარტი მუშაობდა, წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერენ, რომ ისინი შეძრულები არიან მომხდარი ტრაგედიით და პატივს მიაგებენ მათი კოლეგის ხსოვნას. 

ასევე ნახეთ:

„წერილის ავტორს ვეძებ... მინდა, ახალ წელს ორივე ბავშვი გავახარო...“ - რას წერს ნინი შერმადინი

„16 წლის გოგოს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და პირად ინფორმაციას სთხოვდა“ – ვანში მოზარდის მიმართ იძულების ბრალდებით, კაცი დააკავეს