წყალდიდობის გამო ბანგკოკი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

ბანკოკი

უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის გამო ტაილანდის ხელისუფლებამ ბანგკოკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

წყალდიდობის შედეგად დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები. ზოგიერთ ადგილას ავტომობილები წყალში ჩაიძირა, ადამიანებს გადაადგილება წელამდე წყალში უწევედათ.

საგანგებო მდგომარეობა ქალაქის 50-ვე რაიონში გამოცხადდა.

ბანგკოკის გუბერნატორის, ჩადჩარტ სიტიპუნტის განცხადებით, შექმნილი ვითარება „ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“. მისივე თქმით, ყველაზე მეტად ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი დაზარალდა.

სტიქიით დაზარალებულთათვის დროებითი თავშესაფრები და საველე სამზარეულოები ეწყობა. დაზარალებულებს დროებით საცხოვრებლად სკოლების გამოყენებაც შეეძლებათ.

მოსახლეობას მოუწოდებენ, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამასთან, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სუპერმარკეტებში ხალხმრავლობაა. ადამიანები აუცილებელი პროდუქტებს იმარაგებენ.

მეტეოროლოგების ცნობით, უქმეებზე მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი, მომდევნო კვირის განმავლობაში კი წვიმა გაგრძელდება.

✕